ნანუკა ჟორჟოლიანის ძმისშვილის გადამდები სიცილი – სახალისო ვიდეო

ნანუკა ჟორჟოლიანის ძმისშვილი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სოციალურ ქსელებში.
Sputnik
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ძმისშვილის, პატარა ნანუკას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც საოცრად იცინის. ბავშვი მამის მიერ სათამაშოს მოძრაობაზე „ბჟირდება“.
პატარა ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეოებსა თუ ფოტოებს ტელეწამყვანი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში და უამრავ დროს უთმობს პატარა ნათესავს. ნანუკა წერდა, რომ დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში მათ ოჯახს ახალი წევრი შეემატა, რომელმაც ოჯახში დიდი სიხარული შემოიტანა.
ნანუკა ჟორჟოლიანს ერთი ძმა - მიშა ჟორჟოლიანი ჰყავს. როგორც ჩანს, დედმამიშვილები დედის გარდაცვალების შემდეგ დიდ დროს ერთად ატარებენ, რადგან ნანუკას „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ოჯახური ვიდეოები ჭარბობს.
ტელეწამყვანს დედა გასულ ზაფხულს სიმსივნით გარდაეცვალა. ბოლო რამდენიმე თვე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო და ის საზოგადოებას დედის გადასარჩენად ლოცვისკენ მოუწოდებდა.