„ნაცმოძრაობის“ მომხრეთა ავტომობილების კოლონას ცოცხები დაუშინეს

ოპოზიციონერ აქტივისტებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, თბილისში ჩამოსვლაში ხელს უშლიან.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) მოწინააღმდეგეებმა ცოცხები დაუშინეს ოპოზიციონერების ავტომობილების კოლონას, რომლებიც თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის მოდიან. აქციაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ნაცმოძრაობის“ მომხრეთა ავტომობილების კოლონას ცოცხები დაუშინეს
ვითარება სამტრედიაში დაიძაბა. იქ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე ათობით ადამიანი შეიკრიბა და გზის გადაკეტვა არაერთხელ სცადა, რათა ავტომობილების კოლონა არ გამოეშვა თბილისისკენ, მაგრამ ამას ხელი პოლიციამ შეუშალა.
სააკაშვილის მხარდამჭერი სარისკო აქცია მეორე ტურის წინ - ექსპერტები „ნაცმოძრაობის“ გეგმებზე
საქართველოში ცოცხი „ციხის სკანდალის“ სიმბოლოდ იქცა, რომელიც 2012 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. მაშინ მასმედიაში გაჟონა ვიდეოჩანაწერებმა, სადაც ასახული იყო პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები ცოცხების გამოყენებით.