მსოფლიო დღეს

მშვილდისრიანი თავდამსხმელის ვინაობა დადგინდა: ვრცელდება დაკავების ვიდეოკადრები

Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მშვილდ-ისრით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა ორი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კონგსბერგის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა, სადაც ბევრი მაღაზიაა განლაგებული.
პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავა. ეს დანიის მოქალაქე, 37 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც კონგსბერგში ცხოვრობდა.
თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, მისი მოტივების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. სამართალდამცველი ორგანოები არ გამორიცხავენ ტერაქტის ვერსიას.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიცია სრულად აკონტროლებს ვითარებას. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.