საპროტესტო აქციის მონაწილეებს საქართველოს დროშები და პლაკატები უჭირავთ, რომლებზეც წარწერილია ლოზუნგები: „თავისუფლება მიშას!“ „არა პოლიტიკურ დევნას!“ და ასევე იმ ქალაქების სახელები, საიდანაც ჩამოვიდნენ თბილისში მიტინგზე დასასწრებად. აქციაზე ასევე გამოჩნდა აზერბაიჯანისა და უკრაინის დროშებიც. აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე აღმართულ სცენაზე გამოსახულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და მიტინგის მთავარი ლოზუნგი. ასევე დამონტაჟებულია დიდი მონიტორი, რათა სცენაზე მომხდარი ყველამ დაინახოს. აქციის მონაწილეებს, პოლიტიკური განცხადებების გარდა, კონცერტიც ელოდებათ.
აქცია ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგები წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელსაც ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი ემსხვერპლა.