მოედანზე უკვე დაიდგა სპეციალური სცენა, თუმცა მოძრაობა ჯერჯერობით არ გადაკეტილა. ამის პარალელურად რეგიონებიდან დედაქალაქისკენ ავტომობილებით უკვე მოემართებიან სააკაშვილის მომხრეები.
მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უარი განაცხადა.