მსოფლიო დღეს

ქაბულში „ბუშის ბაზარი“ აღარ არსებობს

Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ავღანეთის დროებითმა თალიბანურმა მთავრობამ ქაბულში მდებარე „ბუშის ბაზარს“ (Bush Bazaar) სახელი შეუცვალა, მას „მოჯაჰედების ბაზარი“ უწოდეს, იუწყება Aamaj News-ი.
აღინიშნება, რომ ბაზარში, რომელიც ქვეყანაში 2001 წელს გაჩნდა ამერიკელების შესვლის შემდეგ, უცხოური წარმოების საქონელი იყიდებოდა.
სააგენტომ გაავრცელა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცვლიან აბრას სავაჭრო ობიექტის შესასვლელში.
მანამდე თალიბებმა ასევე შეუცვალეს სახელები ქაბულის აეროპორტსა და პედაგოგიურ უნივერსიტეტს, ამოიღეს რა იქიდან ექს-პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის გვარი.
ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებით დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში შეიქმნა, რომელსაც სათავეში მოჰამად ჰასან ახუნდი ჩაუდგა. „თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო 2001 წლიდან გაეროს სანქციების სიაშია შეყვანილი.