„ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ისე, როგორც ჩემთვის იყო მისაღები. განსაკუთრებული მოთხოვნები მე ჩემს ხელმძღვანელობასთან არ მქონია. მხოლოდ თავისუფლება მჭირდებოდა, არა მხოლოდ ჩემი, ჩემი კოლეგებისაც და მომეჩვენა, რომ ეს ასე აღარ იყო. შესაბამისად, გადავწყვიტე, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ წამოვსულიყავი ამ არხიდან. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. არჩევანი არც მქონია, ეს იყო ლოგიკური გაგრძელება ამ სიტუაციაში და ასეც უნდა მომხდარიყო“, – ამბობს ცხომელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“.
„საერთოდ გავთიშე ტელევიზორი, საინფორმაციო საშუალებებთან ყველანაირი წვდომა შევიზღუდე და არ ვიცი რა ხდება ქვეყანაში, არც პოლიტიკაში. არც კრიმინალურ მდგომარეობაზე მაქვს ცნობები. წარმოდგენაც კი მიჭირს, რასაც ვამბობ, მაგრამ მერობის კანდიდატები „დავგუგლე“. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ სამყაროს თავი ავარიდო“, – ამბობს ცხომელიძე.