პოლონეთში არალეგალების გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

მძღოლი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის გაჩერების მიზნით საბურავების მიმართულებით ისროლეს.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც მიკროავტობუსით ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალები გადაჰყავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცის კუთვნილ მიკროავტობუსში პოლიციის ოფიცრებმა 12 არალეგალი აღმოაჩინეს, რომლებიც ძირითადად თურქეთისა და ერაყის მოქალაქეები არიან.
არალეგალები სასაზღვრო პოლიციაში არიან გადაყვანილი, საქართველოს მოქალაქეს კი სამთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. დაკავებულს ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.