პარკინსონის დაავადება: ადრეული ნიშნები ტერფებსა და ფეხის თითებზე

Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. პარკინსონის დაავადების სიმპტომები ადამიანებში განსხვავებულად ვლინდება და თავდაპირველად შეიძლება იმდენად მსუბუქი ფორმის იყოს, რომ შეუმჩნეველიც კი დარჩეს, წერს გამოცემა Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მედიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიკვდილო დაავადება არ არის, დროთა განმავლობაში სერიოზულად ართულებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
დააკვირდით თვალებს: პარკინსონის ადრეული სიმპტომები თვალებით დგინდება
დღეისათვის პარკინსონის 40-ზე მეტი სიმპტომია ცნობილი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ხელების კანკალი. თუმცა გამორიცხული არ არის, ადამიანს ყბის ან ფეხების ტრემორიც დაეწყოს.
გარდა ამისა, პარკინსონის განვითარებაზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს:
ტერფებსა და ფეხის თითებში მტკივნეული კრუნჩხვები და უნებლიე დაჭიმულობა;
მოძრაობის შენელება;
კუნთებისა და კიდურების შებოჭილობა;
სიარულისას წონასწორობის დაკარგვა.

„შეიძლება ნაბიჯები გახდეს მოკლე და ფლატუნა, გაგიჭირდეთ სიარულის დაწყება და ასევე გაჩერება, ხოლო სიარულისას ხელების ბუნებრივი ქნევა შეწყვიტოთ. როცა ნაბიჯის გადადგმას მოისურვებთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფეხებით იატაკზე ხართ მიწებებული“, — წერს გამოცემა.

პარკინსონის დაავადების განვითარებაზე შეიძლება მეტყველებდეს სხვა ისეთი წინასწარი ნიშნებიც, როგორებიცაა:
მიმიკის მოშლა;
მეტყველების შეცვლა — ის შეიძლება გახდეს გაუგებარი და ძალიან ხმადაბალი;
დეპრესია და შფოთვა;
მახსოვრობის პრობლემები;
შეკრულობა;
ყნოსვის დაკარგვა;
შარდვის პრობლემები;
ძილის დარღვევა.
სპეციალისტების თქმით, პარკინსონის დაავადება მაშინ იწყებს განვითარებას, როდესაც დოფამინის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი ნერვული უჯრედები კვდება. სწორედ დოფამინი უწყობს ხელს სიგნალების გაგზავნას ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც მოძრაობას უწევენ კოორდინაციას.
აპენდიქსი კავშირშია პარკინსონის დაავადებასთან: შვედი მეცნიერების კვლევა
მანამდე კომპანია Parkinson-ში განაცხადეს, რომ ამ დაავადების ადრეული ნიშნების განსაზღვრა თვალების მეშვეობითაცაა შესაძლებელი. სწავლულთა თქმით, ერთ-ერთი უპირველესი სიმპტომი, რომელიც დაავადების განვითარების შესახებ გვაფრთხილებს — ეს თვალების სიმშრალეა.