წელიწადზე მეტია, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლე ნეკა დოროყაშვილს შორის სკანდალი გრძელდება. წყვილის სასამართლო პროცესი მაისის შემდეგ რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა საქმეზე განაჩენი ჯერჯერობით არ არის გამოტანილი.
მას შემდეგ, რაც წყვილის განქორწინებისა და სასამართლო დავის შესახებ ოფიციალურად გაცხადდა, მედია წერდა, რომ დოროყაშვილმა ყოფილ ქმარს მას შედეგ უჩივლა, როდესაც გაიგო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა.
გერმანელი ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენი ჩოგბურთელმა პირველად სამშობლოში პანდემიისას ჩამოიყვანა. სპორტსმენი ქალი თვეებია უკვე აქტიურად ჩანს ბასილაშვილის ცხოვრებაში. პერიოდულად „ინსტაგრამზე“ „სთორებში“ საყვარელი მამაკაცის თამაშებიდან მოკლე ვიდეოებსაც აქვეყნებს.
ამჯერად რომანტიკული ფოტოსესია კალიფორნიიდან გამოაქვეყნა. ამ ამბავს წინ უძღოდა ნეკა დოროყაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება. ქალმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ მის „სთორებს“ არეპორტებენ, რის შესახებაც გერმანულ ენაზე მოუვიდა გაფრთხილება.
„მკითხეს, ვინ არის ის გერმანელი ადამიანი, ვინც ჩემს სთორებს არეპორტებს და ჩემი "ინსტაგრამის" სთორების ყურების მეტი საქმე არ აქვს – არ ვიცი, ვინ არის. ალბათ თავისი ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა“, – ამბობდა დოროყაშვილი.