მსოფლიო დღეს

პენტაგონის შეფი საქართველოში ჩამოდის

Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უახლოეს მომავალში საქართველოს, რუმინეთსა და უკრაინას ეწვევა, განაცხადა ბრიფინგზე პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ.

„მინისტრი და მისი გუნდი ევროპაში სამოგზაუროდ მომავალი კვირისთვის ემზადებიან. ისინი ეწვევიან საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს. [ლოიდ ოსტინი] მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში დაასრულებს, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება“, — აღნიშნა კირბიმ.

ამასთან მას აღნიშნულ ქვეყნებში პენტაგონის შეფის ვიზიტის დეტალები არ გაუმხელია, თუმცა განაცხადა, რომ ამ თემაზე უახლოეს დღეებში ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომა ბრიუსელში მიმდინარე წლის 21-22 ოქტომბერსაა დაგეგმილი.