ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლეჩური–ომალოს გზის მონაკვეთზე (10-72 კმ) ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე (ფშაველი–ლეჩურის მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.