ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან ერთად გადაიღეს – ფოტოები

Sputnik
ტაბლოიდებმა ჯერ კიდევ ზაფხულში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს ჯონი ლი მილერს ხვდებოდა, თუმცა ყურადღება მალევე მსახიობისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის The Weeknd-ის ერთობლივმა ფოტოებმა მიიპყრო.
და, აი, 46 წლის ანჯელინა ჯონი ლი მილერთან გადაიღეს. მათ ბევერლი-ჰილზზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში ივახშმეს, შემდეგ კი ჯოლის სახლისკენ გაემართნენ.
ანჯელინას გრძელი შავი მანტო ამშვენებდა, რომელსაც ვარსკვლავმა ამავე ფერის კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა.