ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს უსაყვარლესი ბიჭი ჰყავთ. ანდრია ხშირად აქვეყნებს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ჩანს, რომ ის აქტიურადაა ჩართული პატარას აღზრდაში.
„არ მქონია ის მომენტები, როდესაც ძალიან ჩვილი ბავშვის ხელში დაჭერა უჭირთ. ალბათ ეს იმანაც განაპირობა, რომ მშობიარობას დავესწარი და ჩვენი პირველი კონტაქტი იქ შედგა. პირველი წუთიდან ჩემი შვილი ხელში მიჭირავს. დაბანაშიც აქტიურად ვმონაწილეობ“, – ამბობს ანდრია ჟურნალ „სარკესთან“.
მისი თქმით, ალექსანდრეს „იავნანა“ დაუწერა, რომელსაც ალბათ მალე ჩაწერს.
„როგორი ლაღი და მხიარულიც არის ალექსანდრე, სიმღერაც ასეთივე გამოვიდა. აქამდე ჩემი სიმღერის მუზა თუ მაიკო იყო, ახლა ალექსანდრეც გახდა. ვიცი, რომ კიდევ ბევრ სიმღერას დამაწერინებს“, – ამბობს ანდრია.
ანდრია გველესიანმა და მაიკო ვაწაძემ სამი წლის წინ იქორწინეს, თუმცა მათი ისტორია 2014 წელს დაიწყო. მათ ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს და სპექტაკლში „მუნჯი ახმედი და ზღვა“ შეყვარებულების როლი ითამაშეს.