თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა, ბრალდებული გუშინ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი შვილიშვილზე სექსუალურად ხშირად ძალადობდა. პოლიციამ დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც 13 წლის მოზარდი სკოლაში შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.