დაჯილდოების შემდეგ: 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები – ფოტო

ნობელის კომიტეტმა ქიმიაში რთული მოლეკულების სინთეზის თემა გამოარჩია, ფიზიოლოგიაში — ახალი ნერვული რეცეპტორების აღმოჩენა, ფიზიკაში — გლობალური დათბობის მოდელები, ხოლო ლიტერატურაში — პოსტკოლონიალური მიმართულება. იხილეთ წლევანდელი ლაურეატები Sputnik-ის ფოტომასალაში.
Sputnik
ქიმიის დარგში წელს ნობელის პრემიის ლაურეატები გერმანელი ბენიამინ ლისტი და ამერიკელი დევიდ მაკმილანი გახდნენ, ხოლო ფიზიკაში პრემია აშშ-ში მოღვაწე იაპონელმა მეცნიერმა სიუკურო მანაბემ, გერმანელმა კლაუს ჰასელმანმა და იტალიელმა ჯორჯო პარიზიმ მიიღეს.
ლიტერატურული ნობელი ბრიტანეთში მცხოვრებ, წარმოშობით ტანზანიელ მწერალს აბდულრაზაკ გურნას გადაეცა.
მშვიდობის დარგში პრემია რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს, Новая газета-ს მთავარ რედაქტორ დმიტრი მურატოვსა და ფილიპინური წარმოშობის ამერიკელ ჟურნალისტ ქალს მარია რესას მიენიჭათ.
1 / 14

ნობელის 2021 წლის პრემიის რვა ლაურეატი მედიცინაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ლიტერატურაში: (მარცხნიდან) არდემ პატაპუტიანი, დევიდ ჯულიუსი, ჯორჯიო პარიზი, სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი, ბენჯამინ ლისტი, დევიდ მაკმილანი, აბდულრაზაკ გურნა

2 / 14

ასე დახვდნენ ბენჯამინ ლისტს კოლეგები, რომელმაც დევიდ მაკმილანთან ერთად მიიღო ნობელის 2021 წლის პრემია ქიმიაში ასიმეტრიული ორგანოკატალიზის შემუშავებისთვის

3 / 14

სიუკურო მანაბე — მეტეოროლოგიის პროფესორი პრისტონის უნივერსიტეტიდან

4 / 14

კლაუს ჰასელმანი მეუღლესთან სუზანთან და ქალიშვილ ანეტთან ერთად საკუთარ სახლში, ჰამბურგში, პრემიის მიღების შემდეგ

5 / 14

ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები ჯილდოებს აღნიშნავენ

6 / 14

აბდულრაზაკ გურნა საკუთარ სახლში კენტერბერიში, დიდი ბრიტანეთი

7 / 14

ჯორჯიო პარიზი ღვინის ბოთლს ხსნის, რათა კოლეგებთან ერთად იზეიმოს გამარჯვება

8 / 14

პრესტონის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მაკმილანი შესანიშნავ გუნებაზეა

9 / 14

სიუკურო მანაბე ჟურალისტებს ხვდება საკუთარ სახლში

10 / 14

ასეთი პლაკატით მიულოცეს ბენჯამინ ლისტს ნობელის პრემია

11 / 14

ჯორჯიო პარიზი კოლეგებთან ერთად რომში

12 / 14

სომხური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი არდემ პატაპუტიანი საკუთარ ოფისში — პროტეინ Piezo-ს მოდელით ხელში

13 / 14

გერმან კლაუს ჰასელმანი ჯილდოს მიღების შემდეგ მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში

14 / 14

1936 წლის ნობელის პრემიის მედალი