ხუთსართულიანი სახლი ორი სართულის დაშენებით ბათუმის ცენტრში 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ამჟამად დაკავებულია სამი ადამიანი – ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა. გამოძიებამ მათ ბრალად მზიდი კედლების დემონტაჟი დასდო.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ რეგულაციების გამკაცრებას აპირებს, რათა მშენებლობის ნებართვები მკაცრად გაკონტროლდეს. საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში შეიძლება შეუდგეს შესწორებების განხილვას სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე კონტროლის გაძლიერების შესახებ.
როგორ შეიძლება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უხარისხო სამშენებლო მასალებისა და საშიში კონსტრუქციებისგან, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტრაგედიები, საჭიროა თუ არა მიშენებებისა და დაშენებების დემონტაჟი მთელ ქვეყანაში, შეიძლება ავარიულ შენობებში ცხოვრება? ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებზე პრესკონფერენციაზე უპასუხებენ:
პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მანუჩარ მაჩაიძე.
პრესკონფერენცია „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com