მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ

Sputnik
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი შეიძლება ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში, რათა მონაწილეობა მიიღონ პრინცესა დიანას პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში, წერს გაზეთი The Sun.
მეგან მარკლი და პრინცესა დიანა მოსამსახურეებს ამცირებდნენ? – ახალი დეტალები სამეფო ოჯახზე
„ღონისძიება გაიმართება კენსინგტონის სასახლეში და პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გადაწყვეტენ – ჩამოვიდნენ თუ არა”, – ნათქვამია პუბლიკაციაში. ღონისძიებაზე მიწვეულია 100-მდე სტუმარი, მათ შორის პრინცი უილიამი და ელტონ ჯონი. წვეულება თავდაპირველად დაგეგმილი იყო პრინცესა დიანას ქანდაკების გახსნის დღეს.
მანამდე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უსაფრთხოების ყოფილმა ოფიცერმა და პრინცესა დიანას პირადმა მცველმა მოუწოდა პრინც ჰარის, ხელი შეუშალოს ბროდვეის მიუზიკლის გამოშვებას Netflix-ზე. მისი თქმით, ეს ყველაფერი ჰარის და მეგანს ძალიან უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააგდებს, რადგან მიუზიკლი არ აჩვენებს სასიყვარულო ისტორიას ბედნიერი დასასრულით, არამედ, პირიქით, მოიცავს სცენებს, რომლებიც სიმართლისგან შორს არის, ასევე სკანდალურ და სექსუალურ ეპიზოდებს.
თავად პრინცსა და მის მეუღლეს მეგან მარკლს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი მიუზიკლის თაობაზე. მიუზიკლი Netflix-ზე 1 ოქტომბერს დაიწყო, ხოლო პრემიერა ბროდვეიზე მოგვიანებით გაიმართება.