„ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება მელოდა…“ – ლოლა წერეთელი

Sputnik
მომღერალი ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ ინტუიციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს წინასწარ გრძნობს.
მომღერლის თქმით, ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის ადამიანებიც და ძალიან რთულია, ვინმეს ენდო, ამიტომ ამ პერიოდში ბიზნესს ხელს არ ჰკიდებს, რაც, ერთი მხრივ, მისი ინტუიციის დამსახურებაა.

„სულ მქონდა საკუთარი ობიექტები და ყველაფერი კარგად მუშაობდა, მაგრამ ახლა უმჯობესია ხელში მიკროფონი ავიღო და ვიმღერო. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, რაც მე მეხება, ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. მე ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა, ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება მელოდა“, – ამბობს ლოლა.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი ორი წლის წინ დაინგრა. ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.