ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი, „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი ირინა ონაშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ქორწილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ 12 წელი გასულა, რაც ის და ლადო ვარძელაშვილი დაქორწინდნენ.
ირინა ორი ვაჟის დედაა. ფეხმძიმობის შემდეგ მას ჩვეულ ფორმაში დაბრუნება არ გასჭირვებია. ფაქტი ფაქტად რჩება – ირინა ონაშვილის ბუნებრივ სილამაზეს გოლიათი ვაჟის დაბადებამაც კი, რომელიც 5 კილომდე იწონიდა, ვერაფერი დააკლო.
ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული სამოდელო კარიერის მიუხედავად, ირინა ონაშვილი ამაზე არ შეჩერებულა. ახლა „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულიცაა.
მისი მეუღლე ყოფილი გუბერნატორი და ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის. წყვილის დაშორებაზე ხშირად ვრცელდება ხოლმე ინფორმაციები, მაგრამ ფაქტია, წყვილი ერთად თავს ბედნიერად გრძნობს.