„დავთესეთ ახალი...“ – გიორგი მახარაშვილმა თმა გადაინერგა – ფოტოები

Sputnik
მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა, რომელიც საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო, თმა გადაინერგა. ამის შესახებ მომღერალი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც გიორგი წერს, პროცედურა ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ჩაიტარა და ის ექიმს პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის.
მახარაშვილი ცნობილ „ინფლუენსერზე“ ლეკა მიქაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი ვაჟი - ნიკოლოზი ჰყავს.