COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩეხეთმა ვაქცინაციის ქართული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა

ჩეხეთში თავისუფალი შესვლა ნებადართულია AstraZeneca, Moderna, Pfizer და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით აცრის შემთხვევაში.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ქართული სერტიფიკატი ვაქცინაციის შესახებ სამინისტრომ აღიარა, იუწყება ჩეხეთის საელჩო თბილისში.
დიპლომატიური წარმომადგენლობის მონაცემებით, სერტიფიკატი უნდა შეესატყვისებოდეს ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პირობებს. კერძოდ, ვაქცინაციის სრული კურსიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე, ხოლო სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ნიმუშს.
„ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ერთ-ერთი აღიარებული (EMA, WHO) ვაქცინით – Vaxzevria (AstraZeneca), Spikevax (Moderna), Comirnaty (Pfizer/BioNTech) და Janssen“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის იხსნება
იქვე აღნიშნულია, რომ ვაქცინირებულ პირებს, რომელთა სერტიფიკატები ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ პირობებს შეესაბამება, შეუძლიათ ჩეხეთში მოგზაურობა უვიზო რეჟიმის პირობებში.
შესაძლებელია ასევე განაცხადის შეტანა მოკლევადიანი (შენგენის) ვიზისთვის ნებისმიერი მიზნით. სერტიფიკატის ასლი აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ელექტრონული წერილის დამატების სახით რეგისტრაციისთვის, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.