„10 წუთის გასული ვიყავი“ – ადამიანები, რომლებიც კორპუსის ჩამონგრევისას სახლში არ იყვნენ

„რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში აჩვენეს ის ადამიანები, რომლებიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას სახლში არ იმყოფებოდნენ.
Sputnik
ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს, რომ ტრაგედიის დღეს სულ რაღაც 10 წუთის გასული იყო სახლიდან, როცა ახლობელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი კორპუსი ჩამოინგრა.

„ვერც მოვედი აზრზე, რა სახლზე იყო საუბარი“, – იხსენებს ქალი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში 30 საათზე მეტხანს შეუსვენებლად გაგრძელდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რათა ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გამოეყვანათ. მაშველებმა მხოლოდ ორ ცოცხალ ადამიანს მიაგნეს, მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნანგრევებიდან ამოასვენეს კიდევ 8 ადამიანის ცხედარი.