საქართველოში 23-28 გრადუსამდე დათბება

წელს შედარებით ნაადრევი აცივების შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 13 ოქტომბრიდან სინოპტიკოსები დათბობას ელოდებიან.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ისევ დათბება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 11-12 ოქტომბერს +17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო
უწყების ცნობით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ამინდის პროგნოზი თბილისში: 11-17 ოქტომბერი
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი დღეს და ხვალ +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +22, +27 გრადუსამდე დათბება.