თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ხელმისაწვდომი სმარტფონის – iPhone SE ახალი თაობა უკვე მომდევნო წელს გამოვა, იუწყება Mydrivers.
მოწყობილობის გარე ვიზუალი გასაიდუმლოებულია, ცნობილია მხოლოდ, რომ სმარტფონს ექნება მოზრდილი 6,1-დუიმიანი ეკრანი ჭრილით, რომელშიც სახეების ამოცნობის სისტემა იქნება მოთავსებული. აქტუალურ iPhone SE-ს აქვს 4,7-დუიმიანი დისპლეი და Touch ID-მრიცხველი.
ახალ SE-ს IP67 სტანდარტის შესაბამისად ექნება მტვრისა და ნესტის საწინააღმდეგო დაცვა. სმარტფონი მუშაობას მეხუთე თაობის მობილურ ქსელებში შეძლებს. სავარაუდოდ, მის პროდუქტიულობაზე პასუხისმგებელი იქნება პროცესორი A15.
Apple-მა iPhone SE-ს მესამე თაობა 2022 წლის გაზაფხულზე უნდა გამოუშვას. სმარტფონის ღირებულება ჯერჯერობით არ საჯაროვდება.