„ოუშენის 12 მეგობრის“ შემდეგ ჯულია რობერტსსა და ჯორჯ კლუნის რომანტიკულ ფილმში იღებენ

Sputnik
მალე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობებს ჯულია რობერტსსა და ჯორჯ კლუნის ახალ რომანტიკულ მელოდრამაში ვიხილავთ. ფილმის „ბილეთი სამოთხეში“ გადაღებები ნოემბრის შუა რიცხვებიდან ავსტრალიაში დაიწყება.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაღებებზე რობერტსი და კლუნი თავიანთ ოჯახებთან ერთად გაემგზავრებიან. 60 წლის ჯორჯს მეუღლე ამალია და ტყუპები დაუმშვენებენ გვერდს, 53 ჯულია კი ეგზოტიკურ კურორტზე ასევე მეუღლესთან და 16 და 13 წლის შვილებთან ერთად წავა.
ვარსკვლავური ოჯახები Brisbane-ის სასტუმროში იცხოვრებენ. ჯულია და ჯორჯი განქორწინებული წყვილის როლს მოირგებენ. შეგახსენებთ, მსახიობებმა 2004 წელს ერთად მიიღეს მონაწილეობა ფილმში „ოუშენის 12 მეგობარი“.