თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 12 ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, იუწყება Sputnik-სომხეთი ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მხარეები სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წლის 11 იანვარს ხელმოწერილი, ყარაბაღთან დაკავშირებული სამმხრივი განცხადებების რეალიზაციაზე იმსჯელებენ. ასევე შეხვედრაზე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური კავშირების აღდგენის საკითხებს და მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.
ორი ქვეყნის პრეზიდენტები ევრაზიის სივრცეში ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის საკითხებსა და ორმხრივი სამოკავშირეო ურთიერთობების დღის წესრიგსაც შეეხებიან.