COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 11 ოქტომბერი

სულ ჩატარებულია 1.874.845 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.442 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.530-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 635.583-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 602.372 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.848), გარდაიცვალა – 9.269 (ბოლო 24 საათში – 23). კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.514 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 703 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 17.711 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.033, PCR–ტესტით – 6.678.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,64%, ბოლო 14 დღის – 6,25%, ბოლო 7 დღის – 7,6%.
სულ ჩატარებულია 1.874.845 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.442 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.