ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამოშლის შედეგად ცხრა ადამიანი დაღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. პოლიციამ უკვე დააკავა ტრაგედიაში სამი ბრალდებული — პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებმაც შენობას მზიდი კონსტრუქცია მოუშალეს. ტრაგედიასთან დაკავშირებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედაა გამოცხადებული.