თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე „სახალხო მოძრაობა“ დეპუტატ თაკო ჩარკვიანის ხელმძღვანელობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.
აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ასეული ადამიანი საქართველოს დროშებით და მიხეილ სააკაშვილის პორტრეტებით.
„უდიდესი გლოვაა ქვეყანაში და რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მდუმარების დრო არის და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა სწორედ მდუმარების დრო არ არის. გაჭირვების დროს ქართველი ზარს ამბობდა“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა თაკო ჩარკვიანმა.
Акция протеста сторонников ЕНД. Тако Чарквиани
© photo: Sputnik / Stringer
მისი თქმით, რუსთაველზე აპროტესტებენ კორუფციასაც, რომელშიც ჩაეფლო „ქართული ოცნება“, და სწორედ კორუფციის შედეგია ბათუმში სახლის დანგრევა.
ჩარკვიანის თქმით, აქციაზე შეკრებილები აგრეთვე პატივს მიაგებენ ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს. მათი ხსოვნის პატივსაცემად აქციაზე სვანური სამგლოვიარო გალობა - „ზარი“ გაისმა.
რაც შეეხება სააკაშვილს, ჩარკვიანის თქმით, ის არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის ლიდერი, უპირველეს ყოვლისა ის საქართველოს პრეზიდენტია.
ჩარკვიანის თქმით, ის და „სახალხო მოძრაობა“ 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეუერთდებიან აქციას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დააანონსა.
Акция протеста сторонников ЕНД на проспекте Руставели у здания парламента
© photo: Sputnik / Stringer
ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად „სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა. ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ მოძრაობა აქციებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით მართავს.