აქცია ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით დაიწყო. შემდეგ ოპოზიციური პარტიის მომხრეებმა მსვლელობა გამართეს ცესკოს საოლქო კომისიის შენობის მიმართულებით, რომელსაც პოლიცია იცავდა.
ზუგდიდი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ პირველი ადგილი მოიპოვა. ანზორ მელიამ ხმების 46,88% აიღო, მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან მამუკა წოწერიამ - 41,15%. მათ შორის მეორე ტური გაიმართება.
ოპოზიციურმა ძალამ კარგი შედეგი უჩვენა საკრებულოს არჩევნებშიც, სადაც ხმების 43,16% მოაგროვა, ხოლო მმართველმა პარტიამ - 40,06%. „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრეტენზიები მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება. საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის შემდეგ პარტიამ მანდეტების ნაწილი დაკარგა