თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.490 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 708 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კახეთი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: კახეთი - 500, იმერეთი – 482, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 284, ქვემო ქართლი – 133, აჭარა - 130, შიდა ქართლი – 81, გურია - 55, სამცხე-ჯავახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.490-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 634.053-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 600.524 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.056), გარდაიცვალა – 9.246 (ბოლო 24 საათში – 25). კარანტინის რეჟიმშია 68, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.328 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 672 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 30.149 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17.500, PCR–ტესტით – 12.649.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,26%, ბოლო 14 დღის – 6,12%, ბოლო 7 დღის – 7,36%.
სულ ჩატარებულია1.871.116 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.964 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.