ამ დროისთვის ბათუმში მაშველებმა ხუთი ცხედრის პოვნა შეძლეს, მათგან ორი არასრულწლოვანია

შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, გავრცელებული ინფორმაციით, მათგან ორი არასრულწლოვანია.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ასევე, ნანგრევებიდან ორი დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგიმარეობა მძიმეა.
ტრაგედია ბათუმში: ნანგრევებიდან ცხედარი ამოასვენეს
მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.
შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
ბათუმში სახლი 26 მაისის ქუჩაზე გუშინ დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა.