ნანგრევებიდან გუშინ ორი ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს. მათი გადარჩენის შემდეგ ყველას იმედი ჩაესახა, თუმცა ნანგრევებიდან მხოლოდ ხუთი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. მოგვიანებით ერთ-ერთი გადარჩენილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები არ შეჩერდება მანამ, სანამ ყველა დაკარგულს არ იპოვიან. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
ბათუმელებმა დაზარალებულებისათვის დახმარების პუნქტი გახსნეს, სადაც აგროვებენ საკვებსა და ანსაცმელს, უსახლკაროდ დარჩენილებს კი ღამის გასათევს აძლევენ. დაზარალებულების ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანის შანსები სულ უფრო მცირდება. მათი ახლობლები ახლა სასწაულის იმედად არიან.