საშინელი კატასტროფა ბათუმში: როგორ ეძებდნენ გადარჩენილებს - ფოტო

უკვე მეორე დღეა ბათუმში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები ტრაგედიის ადგილიდან
Sputnik
რამდენიმე საათის განმავლობაში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად მხოლოდ ორი ადამიანი ამოიყვანეს - მამაკაცი და ქალი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ნანგრევებიდან მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ოერაცია გრძელდება, მიმდინარეობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიება.
1 / 14

სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

2 / 14

სამძებრო და დასუფთავებით სამუშაოებში ასობით მაშველი მონაწილეობდა

3 / 14

ნანგრევებში მაშველებმა იპოვეს ცოცხალი მამაკაცი და ქალი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა

4 / 14

გადარჩენილი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია. ის ნანგრევების ქვეშ ცხრა საათის განმავლობაში იმყოფებოდა

5 / 14

კატასტროფის ადგილზე აღმოაჩინეს ხუთი გარდაცვლილის ცხედარი

6 / 14

სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მიმდინარეობს დაკარგულთა ძებნა

7 / 14

შენობის ნგრევის შედეგად ახლოს მდგომი მანქანები განადგურდა

8 / 14

დამტვრეული ავტომობილებიდან მაშველებმა და მოხალისეებმა ცოცხლად გადმოიყვანეს ბავშვი და მამაკაცი

9 / 14

დაკარგული ადამიანების ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში დანგრეულ შენობასთან იმყოფებოდნენ

10 / 14

თუმცა ნანგრევებიდან ადამიანების ცოცხლად ამოყვანის შანსი უფრო და უფრო მცირდება

11 / 14

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

12 / 14

ნგრევას შესაძლოა მთელი შენობისათვის მიეყენებინა ზიანი, ამიტომ ახლა შენობის მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან

13 / 14

მიუხედავად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობისა, მაშველები სამძებრო ოპერაციას განაგრძობენ

14 / 14

თანაქალაქელების ტრაგედია მათთვის ასევე რთული გადასატანია