უფლისციხესთან მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთმა მწყემსმა შენიშნა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. უფლისციხესთან მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ამ დროისათვის გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საქართველოს მოქალაქე არაა.
ადგილობრივების განცხადებით, ცხედარი ერთ-ერთმა მწყემსმა შენიშნა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.
ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.