სახლის ჩამონგრევის შედეგები ბათუმში: ახალი კადრები შემთხვევის ადგილიდან – ვიდეო

ბათუმში იმ ადგილზე, სადაც სახლი ჩამოინგრა, ასობით მაშველი მუშაობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ახალი ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი სახლი, რომლის ერთი სადარბაზოც ჩამოინგრა, ავარიული არ ყოფილა. ამ ეტაპზე ნგრევის რამდენიმე შესაძლო მიზეზი განიხილება: გაზის აფეთქება, საყრდენი კედლების მონგრევა, ზემოდან ორი სართულის დაშენება, ლიფტის მიშენება, თუმცა ყველა ერთხმად აცხადებს, რომ სახლი ავარიული არ იყო.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს 200-ზე მეტი მაშველი და გამოიყენება სპეცტექნიკაც. ნგრევის ადგილი პოლიციამ შემოსაზღვრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 7-დან 15-მდე ადამიანი იმყოფება. სადარბაზოში, რომელიც ჩამოიშალა, სულ 12 ოჯახი ცხოვრობდა. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ჰპირდება.