„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ, თუ რამდენია საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ქალებისთვის საშუალო ხელფასი თვეში 1.077,8 ლარი, ხოლო მამაკაცებისთვის – 1.560 ლარია. ამასთან, ქალების ხელფასი ერთ წელიწადში გაიზარდა 153,6 ლარით, ხოლო მამაკაცების – 207,6 ლარით. მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებებია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.