„15 წუთით ადრე გაზის გათიშვის შესახებ გაგვაფრთხილეს“ – ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მცხოვრებლები ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით გააფრთხილეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ.
ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.