მსოფლიო დღეს

დიდი ბრიტანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის იხსნება

საქართველოდან ჩასულებს მოუწევთ დიდ ბრიტანეთში 10-დღიანი კარანტინის გავლა და კორონავირუსზე ორი ტესტის გაკეთება, რომლის ღირებულება 2.285 ფუნტს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მოხვდა 47 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეები 11 ოქტომბრიდან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაიშვებიან.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ეწვევიან ქვეყანას, უნდა დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც „წითელი ზონიდან“ ჩამსვლელთათვის მოქმედებს.
არსებული წესებით, საქართველოდან ჩასულებს მოუწევთ დიდ ბრიტანეთში 10-დღიანი კარანტინის გავლა და კორონავირუსზე ორი ტესტის გაკეთება, რომლის ღირებულება 2.285 ფუნტს შეადგენს. ბრიტანეთში ჩასვლამდე ასევე საჭიროა კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება.