ბათუმში სახლის ნანგრევებში მოყოლილ 12 წლის ბავშვს და დედას ვერ პოულობენ

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, ის 12 წლის შვილიშვილს და რძალს ვერ პოულობს.

„პირველ კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, მესამე სართულზე იყვნენ. რაც გავიგე ტელევიზორით, მის მერე ვრეკავ, სამსახურში ვიყავი და იქიდან მოვდივარ. ოჯახში სამი წევრია. ორი შვილიშვილი მყავს, ერთი სკოლაშია. ბავშვი და რძალი იყვნენ სახლში. ბავშვი 12 წლისაა, ზარი გადის და არ მპასუხობენ“, – განაცხადა ოჯახის წევრმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.