ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ავტომანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს
შემთხვევა მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი.
პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.