ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ავტომანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მაშველებმა ბავშვი გამოიყვანეს. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
დაშავებულს დახმარებას უწევენ მედიკოსები. ადგილზე მობილიზებულია სასწრფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ახალშობილი გამოიყვანეს ასევე დანგრეული კორპუსიდანაც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ცოტა ხნის წინ ბათუმში ხუთსართულიანი კორპუსის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. ნანგრევებში მოყოლილია ავტომობილებიც. ​ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.