ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი დედა-შვილის გულის ამაჩუყებელი ფოტო ვრცელდება

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი დედა-შვილის გულის ამაჩუყებელი ფოტო ვრცელდება.
ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო.