ბათუმის ჩამონგრეულ კორპუსში ყოფილი მინისტრის შვილიშვილი ნანგრევებში მოყვა – დეტალები

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აკაკი ვერიძე ცხოვრობს და ნანგრევებში მისი შვილიშვილია მოყოლილი, რომელიც მაშველებთან კონტაქტზე გავიდა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
რას უკავშირდება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა – ვრცელდება ვერსიები
როგორც გამოცემასთან ყოფილი მინისტრი ამბობს, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა. ბერიძე ამბობს, რომ მისი ინიციატივით კორპუსში ლიფტი დამონტაჟდა, თუმცა უკავშირდება თუ არა შემთხვევა ლიფტის მონტაჟს, უცნობია.
ყოფილი მინისტრი დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო.