„ეს სიმღერა ჩემი სიყვარულის ობიექტს მივუძღვენი...“ – ნოდიკო ტატიშვილი ვიდეოს აქვეყნებს

მომღერალს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს. ნახეთ რა ვიდეოს ავრცელებს ნოდიკო სოციალურ ქსელში.
Sputnik
მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა. მისი თქმით, „ბალადა სიყვარულზე“ ცნობილმა კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ დაუწერა ირინა სანიკიძის ლექსზე 11 წლის წინ, ხოლო ორკესტრირება ბორის შხიანს ეკუთვნის.
ნოდიკო ტატიშვილი ამბობს, რომ მაშინ ეს სიმღერა მისი სიყვარულის ობიექტს მიუძღვნა.

„მახსოვს, ცოტა შეყვარებული ვიყავი და სტუდიაში ჩაწერის დროსაც მასზე ვფიქრობდი და ისე ვმღეროდი (ახლა არც ვიცი სადაა, როგორაა და საერთოდ არაფერი ვიცი მასზე. რა საინტერესოა, ისე, ეს ცხოვრება – დღეს შეიძლება უყვარდეს ორ ადამიანს ერთმანეთი და ხვალ არაფერი იცოდნენ ერთმანეთზე)“, – წერს მომღერალი.

ნოდიკოს თქმით, ძალიან უყვარს ეს სიმღერა და ზუსტად ორი კვირის წინ მეგობრებმა სპონტანურად, შეკვეთილის სანაპიროზე გაუკეთეს ვიდეოჩანაწერი.