უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „სააკაშვილის საქმეზე“ კიევის რეაგირების შესახებ

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიცავენ სააკაშვილს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევის შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის საკითხში დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების საპროცესო მოქმედებებზე, იუწყება РИА Новости.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც სამშობლოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

„საქართველოში ჩვენს საელჩოს დავავალეთ საქართველოს ხელისუფლებასთან ოპერატიული ქმედებების მექანიზმის მოგვარება, რათა ნებისმიერ მომენტში იყოს შესაძლებელი ამ საქმესთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. შემდგომი მოვლენები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა საპროცესო ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ მას დავიცავთ, რადგან ჩვენი მოქალაქეა“, – განუცხადა კულებამ საინფორმაციო სააგენტო Укринформ-ს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად აპირებს სააკაშვილის საკითხის გაკონტროლებას.
კახა კუჭავა დარწმუნებულია, რომ „სააკაშვილის საქმე“ უკრაინასთან ურთიერთობებს არ გააფუჭებს
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არანაირ ექსტრადიციაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, რადგან სააკაშვილმა დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა და სასჯელი სამშობლოში უნდა მოიხადოს.