თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. უცნობმა პირმა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში სროლა ატეხა, იუწყება ტელეარხი NBC პოლიციაზე დაყრდნობით.
დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი. დაღუპულთა შესახებ ცნობები არ არის.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სასწავლო დაწესებულებასთან სამართალდამცავი და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
სკოლა ბლოკირებულია. ტელეარხი შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებს.
მასმედიის ცნობით, მოსწავლეები და თანამშრომლები კლასებსა და კაბინეტებში არიან ჩაკეტილი, ტერიტორიაზე არავის უშვებენ.