მსოფლიო დღეს

სურსათზე მსოფლიო ფასებმა 40-წლიანი რეკორდი მოხსნა

Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. სურსათზე მსოფლიო ფასები ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაიზარდა და ეს ყველაზე დინამიური ზრდაა ბოლო 40 წლის განმავლობაში, განაცხადა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო INFOLine-ის გენერალურმა დირექტორმა ივან ფედიაკოვმა.

„ფასები მანამდე მიუღწეველ სიდიდეებზე გადის. ბოლო წლის განმავლობაში სურსათის ინდექსი მსოფლიოში 27%-ით გაძვირდა, რაც ყველაზე დინამიური ზრდაა 70-იანი წლების შემდეგ. იმ პერიოდში ფასების დონე დაახლოებით ამგვარი იყო, მაგრამ მაშინ ეს გლობალურ ფინანსურ ცვლილებებს უკავშირდებოდა. 40 წლის განმავლობაში ფასების ისეთი ზრდა, როგორსაც ახლა ვხედავთ, არ მომხდარა“, − ამბობს ექსპერტი.

Unmute-ს ანალიტიკოსის განმარტებით, სხვადასხვა საქონელზე ამჟამინდელი ფასების ზრდა ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
ინფლაცია და ფასები საქართველოში: ეროვნული ბანკი ახალ მიმოხილვას აქვეყნებს
„ფასები იზრდება არა მარტო ხილ-ბოსტნეულსა თუ რძის ნაწარმზე, არამედ საქონლის საკვებსა და სასუქზეც. ეს იწვევს ფასების სპირალის ამუშავებას და ფასები იზრდება და კვლავაც გაიზრდება“, − პროგნოზირებს ფედიაკოვი.
ამასთან, მისი თქმით, მსყიდველობის უნარი უსაზღვრო არ არის და ადრე თუ გვიან „მოისინჯება ის ზღვარი, რომლის ზემოთაც ფასების მოძრაობა არ უნდა იყოს“.