ქართველი ძიუდოისტი იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

გადამწყვეტ ბრძოლამდე ქართველმა ძიუდოისტმა ოთხი შერკინება მოიგო
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალიშვილი ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ტურნირი იტალიის ქალაქ ოლბიაში დაიწყო.
60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში სარდალიშვილმა ორი ვაზარით დაამარცხა აზერბაიჯანის წარმომადგენელი თურან ბაირამოვი.
მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის საქართველოს წარმოადგენს 13 ძიუდოისტი - ცხრა ვაჟი და ოთხი გოგონა.